წიგნები ბეჭდვაში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა
და გამავრცელებელთა ასოციაცია

დასახელება

ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი

ავტორი

ლევან ბოლქვაძე

გამომცემლობა

ინტელექტი

გამოცემის თარიღი

2014-04-24

ჟანრი

საბავშვო წიგნები

გვერდების რაოდენობა

152

ISBN

978-9941-454-19-6

სტატუსი

წიგნი გამოცემულია

ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომია მაღაზიებში

აღწერა

„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის. (მაკა ჯოხაძე) ლევან ბოლქვაძე 1924 წელს დაიბადა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით „ლაგერში“ გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი. განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი). ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა. ახლა არ დაიწყოთ, მეტი რატომ არაფერი დაწერაო: არც ალენ-ფურნიეს დაუწერია „დიდი მოლნის“ გარდა სხვა რომანი, მაგრამ განა ამით მის წიგნს რამე დააკლდა? დიდი-დიდი, მკითხველი დარჩა წაგებული. (გიგა ზედანია)