წიგნები ბეჭდვაში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა
და გამავრცელებელთა ასოციაცია

დასახელება

საყვარელი ძვლები

ავტორი

ელის სიბოლდი

გამომცემლობა

პალიტრა ლ

გამოცემის თარიღი

2015

ჟანრი

თარგმნილი მხატვრული ლიტერატურა

გვერდების რაოდენობა

384

ISBN

978-9941-24-009-6

სტატუსი

წიგნი გამოცემულია

ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომია მაღაზიებში

აღწერა

14 წლის სიუზი სელმონი მოკლეს! ის უკვე ზეცაშია. დაჰყურებს ამ ახალი და უცნაური ადგილიდან დედამიწას და ხედავს ცხოვრებას, რომელიც მის გარეშე გრძელდება; სკოლის მეგობრებს, რომლებიც სიუზის გაუჩინარებაზე ათას ჭორმართალს ჰყვებიან; ოჯახს, რომელიც მისი პოვნის იმედს არ კარგავს; და მკვლელს, რომელიც კვალის დაფარვას ცდილობს. სიუზის ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება სურს ის იმ ადგილს იკვლევს, ზეცა რომ ჰქვია და სკოლის ეზოს რომ აგონებს თავისი საქანელებით. ზეცაში კი ხვდება მრჩევლებს, რომლებიც ეხმარებიან. რაც უნდა მოისურვოს, წამის უსწრაფესად უსრულდება, გარდა ერთისა - დედამიწაზე ვეღარ ბრუნდება. მკვლელს ეძებენ!.. სიუზის მამა ცდილობს მკვლელის მხილებას, და კი ხიფათში ჩაიგდებს თავს, როდესაც მკვლელის სახლში შეიპარება. ის ბიჭი კი, რომელიც სიუზის უყვარდა, ცხოვრებას აგრძელებს და ბოლოს ხვდება, რომ ამ უცნაური ამბის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. როგორ დასრულდება ეს სულისშემძვრელი ამბავი?