წიგნები ბეჭდვაში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა
და გამავრცელებელთა ასოციაცია

დასახელება

ქართული საგამომცემლო მოზაიკა

ავტორი

ნინო დეკანოსიძე

გამომცემლობა

ინტელექტი

გამოცემის თარიღი

ინფორმაცია არ არის

ჟანრი

დოკუმენტური პროზა

გვერდების რაოდენობა

224

ISBN

978-9941-430-68-8

სტატუსი

წიგნი გამოცემულია

ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომია მაღაზიებში

აღწერა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ყოველკვირეული გამოცემა – გაზეთი „ქართული უნივერსიტეტი“ 2009-2010 წლებში პერიოდულად აქვეყნებდა საუბრებს ქართული გამომცემლობების ხელმძღვანელებთან. საგაზეთო ინტერვიუებს უძღვებოდა ნინო დეკანოსიძე. დაგროვდა საინტერესო მასალა, რომელსაც კრებულის სახით გთავაზობთ. „ქართული საგამომცემლო მოზაიკა“ გვამცნობს დამოუკიდებელი საქართველოს საგამომცემლო სივრცეს – განსხვავებული ხედვისა და თემატური მიმართულების მრავალფეროვან სამყაროს. რა პრობლემები არსებობს ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში, როგორ ვითარდებოდა, რა სიძნელეებსა და წინააღმდეგობებს გაუძლო, შეძლო თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და რა სამომავლო გეგმები აქვთ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც 50-ზე მეტი გამომცემელი საუბრობს ამ წიგნში.